ნიუ-იორკში, როკფელერის ცენტრთან საშობაო ნაძვის ხე გაანათეს

12:58, 30.11.2017

ნიუ-იორკში, როკფელერის ცენტრთან საშობაო ნაძვის ხე გაანათეს. საზეიმო ღონისძიებას ტრადიციულად ათობით ათასი ადამიანი ესწრებოდა.

23 მეტრის სიმაღლის ნორვეგიული ნაძვი 50 ათასი ფერადი ნათურით არის მორთული.

ცერემონიალს ტელეკომპანია NBC-ი პირდაპირ ეთერში აჩვენებდა. ნაძვის ხის განათებამდე კონცერტი გაიმართა, რომელშიც ცნობილი მომღერლები მონაწილეობდნენ.

ცერემონიალს ნიუ-იორკის მერი ბილ დე ბლაზიო NBC-ის წამყვანებთან ერთად უძღვებოდა.

მსგავსი