ნიუ იორკში პოლიციასთან შეტაკებების დროს 11 აქტივისტი დააკავეს
ნიუ იორკში პოლიციასთან შეტაკებების დროს 11 აქტივისტი დააკავეს

საკრამენტოში ორი პოლიციელის მიერ აფროამერიკელი ბიჭის მკვლელობის შემდეგ, ნიუ იორკში საპროტესტო აქცია გაიმართა. ასობით მოქალაქე მანჰეტენზე, ცენტრალ პარკის ტერიტორიაზე შეიკრიბა. ისინი პოლიციას რასობრივი ნიშნით ხალხის ხოცვაში ადანაშაულებდნენ, რასაც სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის შეტაკება მოჰყვა. დაკავებულია 11 ადამიანი.

ორი კვირის წინ, 18 მარტს კალოფორნიის ქალაქ საკრამენტოში პოლიციის ორმა ოფიცერმა 22 წლის სტეფან კლარკი მოკლა. მას ხელში მობილური ტელეფონი ეჭირა, რომელიც პოლიციელებს იარაღი ეგონათ და ცეცხლი გაუხსნეს.

აფროამერიკელების უფლებადამცველი მოძრაობა Black Lives Matter-ის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები საკრამენტოში რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. პროტესტს ნიუ იორკელებიც შეუერთდნენ.