ნიუ იორკში ოთხი უსახლკარო ადამიანის მკვლელობისთვის პოლიციამ ერთი პირი დააკავა
ნიუ იორკში ოთხი უსახლკარო ადამიანის მკვლელობისთვის პოლიციამ ერთი პირი დააკავა

ნიუ იორკში ოთხი უსახლკარო ადამიანი ცემით მოკლეს, კიდევ ერთი კი მძიმედაა დაჭრილი.

დანაშაულში ეჭვმიტანილი პოლიციამ უკვე დააკავა. ის ნიუ იორკის ჩინურ უბანში აიყვანეს.

დაკავებულს პოლიციამ მეტალის ჯოხი აღმოუჩინა, რომლითაც ის მსხვერპლს გაუსწორდა. ყველა გარდაცვლილს დაზიანებები თავის არეში აქვთ მიყენებული.თავდასხმა მანჰეტენზე მოხდა.

პოლიცია დანაშაულის მოტივსა და ეჭვმინტანილის ვინაობას ამ დრომდე არ ასახელებს.