ნიუ იორკში მოხალისეობის სურვილი პენსიაზე გასულმა სამედიცინო სფეროს 40 000-მდე წარმომადგენელმა გამოთქვა
ნიუ იორკში მოხალისეობის სურვილი პენსიაზე გასულმა სამედიცინო სფეროს 40 000-მდე წარმომადგენელმა გამოთქვა

ნიუ იორკში ახალი კორონავირუსის ეპიდემიის დასამარცხებლად ბრძოლაში მოხალისეობის სურვილი პენსიაზე გასულმა სამედიცინო სფეროს 40 000-მდე წარმომადგენელმა გამოთქვა.

ნიუ იორკის გუბერნატორ ენდრიუ კუომოს განცხადებით, ეს მართლაც შთამბეჭდავი ციფრია. ჯანდაცვის დაწესებულებას ყოველდღიურად 12 000-მდე მოხალისე აკითხავს. მათ გარდა, მოხალისედ მუშაობის სურვილი გამოთქვა 8600-მდე პროფესიონალმა, რომლებიც პაციენტებთან მენტალური ჯანმრთელობის კუთხით მუშაობენ.

ნიო იორკის შტატში კორონავირუსით ინფიცირებული 37 258 ადამიანია. გარდაცვლილია 280 პაციენტი.