ნიუ იორკში მანჰეტენზე პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევისთვის აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა
ნიუ იორკში მანჰეტენზე პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევისთვის აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა

ნიუ იორკში მანჰეტენზე პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევისთვის რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.

ჟურნალისტის ცნობით, სამართალდამცველებმა მანჰეტენზე საპროტესტო აქციის 18 მონაწილე დააკავეს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიცის მხრიდან ძალადობის შედეგად ფერადკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო საპროტესტო გამოსვლები უკვე მეთორმეტე დღეა, იმართება.

გასულ დღეს აქციებმა შედარებით მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ნიუ იორკის გარდა, მასობრივი აქციები რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ გაიმართა ვაშინგტონში პორტლენდში, ატლანტაში, ლოს ანჯელესში, საკრამენტოში, ფენიქსსა და სხვა ქალაქებში.