ნიუ იორკში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 10 056-ს აღწევს
ნიუ იორკში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 10 056-ს აღწევს

ბოლო მონაცემებით, ნიუ იორკში „კოვიდ 19“-ით 10 056 ადამიანი დაიღუპა. ეს განცხადება ნიუ იორკის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ გააკეთა.

გუბერნატორის თქმით, ვირუსის გავრცელება დაახლოებით მშრალ მინდორზე ცეცხლის გავრცელებას ჰგავს, რომელსაც თან ძლიერი ქარი ერთვის.

გუბერნატორს შეკითხვა ნიუ იორკის გახსნაზეც დაუსვეს. კუომოს თქმით, ეს მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის, თუმცა ზომების შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ მონაცემთა გაანალიზების შემდეგ იქნება შესაძლებელი.