ნიუ იორკში კორონავირუსით გარდაცვალების რიცხვმა ბოლო დღეებთან შედარებით მცირედით იკლო
ნიუ იორკში კორონავირუსით გარდაცვალების რიცხვმა ბოლო დღეებთან შედარებით მცირედით იკლო

ბოლო დღეების განმავლობაში პირველად, ნიუ იორკშიკოვიდ 19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ მცირედით იკლო. ეს განცხადება ნიუ იორკის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ გააკეთა.

ბოლო 24 საათში ნიუ იორკში კორონავირუსით 594 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, ნიუ იორკში „კოვიდ 19“-ის 122 031 შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილია 4159 ადამიანი.