ნიუ იორკში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ნიუ იორკში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ნიუ იორკში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

როგორც ქალაქის მერმა, ბილ დე ბლასიომ განაცხადა, ამ გზით ვირუსთან ბრძოლას უფრო მარტივად შეძლებენ. პრესკონფერენციის დროს მერმა აღნიშნა, რომ ბოლო 24 საათში საგანგებო ზომებს საერთაშორისო მასშტაბით რიგმა ქვეყნებმა მიმართეს. მან აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მათთვის საკმაოდ მტკივნეულია, თუმცა ამ გზით ვირუსს უფრო მოხერხებულად შეებრძოლებიან.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ნიუ იორკში ახალი კორონავირუსის 95 შემთხვევა ფიქსირდება.