ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დონალდ ტრამპი შესაძლოა ირანის პრეზიდენტს შეხვდეს
ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დონალდ ტრამპი შესაძლოა ირანის პრეზიდენტს შეხვდეს

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აშშ-ის პრეზიდენტი შესაძლოა ირანის პრეზიდენტს შეხვდეს.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, ხომ არ არის გენერალურ ასამბლეაზე ორი პრეზიდენტის შეხვედრის ალბათობა, დონალდ ტრამპმა უპასუხა:

„რა თქმა უნდა, ყველაფერი შესაძლებელია“. მათ სურთ, რომ ჰქონდეთ შესაძლებლობა, გადაჭრან პრობლემები. მათ დიდი პრობლემები აქვთ. ჩვენ შეგვიძლია ამის მოგვარება 24 საათში“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გასულ კვირას, ირანის ხელისუფლებამ აშშ-სთან მოლაპარაკებების შესაძლებლობა გამორიცხა და დიალოგის წინაპირობად სანქციების მოხსნა დაასახელა.

4 სექტემბერს, ირანის პრეზიდენტმა თქვა, რომ ევროპის ქვეყნებს ბირთვული შეთანხმების გადასარჩენად დამატებით ორი თვე აქვთ.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესია 17 სექტემბერს გაიხსნება.

დატოვე კომენტარი