საქართველოს გენერალური საკონსულო ნიუ იორკში ეტაპობრივი გახსნის მეორე ფაზის დაწყებაზე ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს გენერალური საკონსულო ნიუ იორკში ეტაპობრივი გახსნის მეორე ფაზის დაწყებაზე ინფორმაციას ავრცელებს

22 ივნისს ნიუ იორკში ეტაპობრივი გახსნის მეორე ფაზას იწყება.

ქალაქ ნიუ იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, მეორე ფაზა მოიცავს შემდეგი ინდუსტრიების გახსნას:

ოფისები; უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ბიზნესები; მაღაზიის შიდა საცალო ვაჭრობა;  სატრანსპორტო საშუალებების ყიდვა/გაყიდვა/გაქირავება; უძრავი ქონების გაქირავება, შეკეთება, დასუფთავება; კომერციული შენობების მენეჯმენტი; სილამაზის სალონები და საპარიკმახეროები; საკვები ობიექტების გარე სასადილო სივრცეები;

დაწვრილებით ინდუსტრიების გახსნის დირექტივების ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://on.ny.gov/3djcA7a

გენერალური საკონსულო მოქალაქეებს შეახსენებს, რომ „კოვიდ-19“-ის გავრცელება არ არის შეჩერებული, ასევე სთხოვს გაითვალისწინონ უსაფრთხოების ზომები და ატარონ პირბადე ხალხმრავალ ადგილებში.

ამასთან, საკონსულო აქვეყნებს იმ ინდუსტრიების და ბიზნესების ჩამონათვალს, რომლებიც ამ ეტაპზე არ იხსნება. ესენია: სავაჭრო ცენტრები (Malls); საკვები ობიექტების შიდა სასადილოები და ბარის სერვისი; ხალხმრავალი შეკრებები და ღონისძიების ჩატარების ადგილები; სავარჯიშო დარბაზები; ვიდეო ლატარეა და აზარტული თამაშების დაწესებულებები; კინო დარბაზები; საზოგადოების გასართობი ცენტრები (შიდა და გარე).