ნიუ იორკში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

09:24, 31.10.2025

ნიუ იორკში ძლიერი წვიმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, შეფერხებულია ფრენები.

ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

ნიუ იორკის მერმა, ერიკ ადამსმა განაცხადა, რომ ძლიერი წვიმის თანმხლებმა შტორმებმა ფრენები შეაფერხა, ზოგიერთი აეროპორტი დროებით დახურულია.

„ჩვენ განადგურებულები ვართ, ძლიერი წვიმის შედეგად ნიუ იორკში ორი ადამიანი დაიღუპა, მათი სიკვდილი ტრაგედიაა“, – წერს ადამსი.

მეტეოროლოგიურმა სამსახურმა მოსახლეობა ზოგიერთ რაიონში წყალდიდობის შესახებ გააფრთხილა.

მსგავსი