ნიუ იორკში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 752 ადამიანი გარდაიცვალა
ნიუ იორკში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 752 ადამიანი გარდაიცვალა

ნიუ იორკში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 752 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ განაცხადა. მათ შორის 707 პაციენტი საავადმყოფოში, 45 – კი ხანდაზმულთა სახლის მცხოვრები იყო.

გუბერნატორის თქმით, შემცირებულია ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები და იმ პაციენტთა რიცხვიც, რომელთაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობა ესაჭიროებათ.

სულ, კი ქვეყნის მასშტაბით, გასული დღე-ღამის განმავლობაში 1129 ადამიანი გარდაიცვალა. 5 445 ადამიანი კი დაინფიცირდა. შედეგად, ინფიცირებულთა საერთო ოდენობა 619 300-ს აღემატება, გარდაცვლილთა რიცხვი 27 176-ს აღწევს.