ნიუ იორკში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ჩასული რეისის მგზავრები კარანტინში მოათავსეს

18:02, 05.09.2018

კენედის აეროპორტში დაჯდომის შემდეგ, ნიუ იორკში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ჩასული რეისის მგზავრები კარანტინში მოათავსეს, – ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია NBC ავრცელებს.

არსებული ცნობით, ბორტზე მყოფი 500-დან მგზავრიდან 100 შეუძლოდ გახდა.

ავიაკომპანია Emirates-ის რეისი ნიუ-იორკში დუბაიდან ჩაფრინდა.

თვითმფრინავი აეროპორტში ადგილობრივი დროთ დილის 09:10 საათზე დაჯდა. მას პოლიცია და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანამშრომლები დახვდნენ.

მომხდარის სხვა მიზეზები უცნობია.

მსგავსი