ნიუ იორკის შტატში კორონავირუსით ბოლო ერთ დღეში 84 ადამიანი დაიღუპა
ნიუ იორკის შტატში კორონავირუსით ბოლო ერთ დღეში 84 ადამიანი დაიღუპა

ნიუ იორკის შტატში ახალი ტიპის კორონავირუსით ბოლო ერთ დღეში 84 ადამიანი დაიღუპა. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ნიუ იორკის შტატში კორონავირუსის მსხვერპლთა მსგავსი დაბალი მაჩვენებელი მარტის შუა რიცხვების შემდეგ პირველად აღინიშნა.

შტატის გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს განცხადებით, ქალაქ ნიუ იორკის ჩრდილოეთით მდებარე მიდ-ჰადსონის ზონა 26 მაისიდან გაიხსნება.

„ახალი ამბავი არის კარგი ახალი ამბავი. ეს არის ნიშანი, რომ ჩვენ რეალური პროგრესი გვაქვს“, – აღნიშნა კუომომ.

აშშ-ის მასშტაბით, ნიუ იორკის შტატი კორონავირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალდა, სადაც „კოვიდ-19“ 360 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 29 000-მდე კი, გარდაიცვალა. კრიზისის პიკზე, აპრილში კორონავირუსით ყოველდღიურად 800-მდე ადამიანი იღუპებოდა.