ნიუ იორკის შტატში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 777 ადამიანი დაიღუპა
ნიუ იორკის შტატში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 777 ადამიანი დაიღუპა

ნიუ იორკის შტატაში ბოლო ერთ დღეში ახალი კორონავირუსით 777 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ნიუ იორკის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ერთი დღით ადრე ნიუ-იორკში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 799 ადამიანი დაიღუპა.

სულ ეპიდემიის დაწყებიდან შტატში 7 844 ადამიანი დაიღუპა.

როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, მართალია, შტატი ყოველდღიურად უამრავი ადამიანის სიცოცხლეს კარგავს, თუმცა ის ფრთხილ ოპტიმიზმს გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ ინფექციის გავრცელების ტემპი იკლებს.

გუბერნატორის თქმით, პანდემიის დაწყებიდან პირველად ინტენსიურ განყოფილებებში პაციენტების რაოდენობამ იკლო.

„ეს ნიშნავს, რომ შტატის მასშტაბით ინტენსიური მკურნალობის განყოფილებებში უფრო ნაკლები ადამიანია, ვიდრე აქამდე იყო“, – განაცხადა ენდრიუ კუომომ.