ნიუ იორკის შტატში, ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 474 პაციენტი გარდაიცვალა
ნიუ იორკის შტატში, ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 474 პაციენტი გარდაიცვალა

ნიუ იორკის შტატში 2 აპრილის შემდეგ „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

როგორც ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ ქუომომ ყოველდღიური ბრიფინგის დროს განაცხადა, შტატში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 474 პაციენტი გარდაიცვალა. მისი თქმით, ეს 2 აპრილის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ნიუ იორკში, რომელიც აშშ-ში კოვიდ-19-ის გავრცელების ეპიცენტრად რჩება, უკვე მესამე დღეა, ვირუსით გარდაცვალების შემთხვევები 500-ზე ნაკლებია.

ნიუ იორკში ახალ კორონავირუსის სულ 251 690 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 14 828 პაციენტი დაიღუპა.