ნიუ იორკის შტატში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 630 ადამიანი დაიღუპა
ნიუ იორკის შტატში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 630 ადამიანი დაიღუპა

ნიუ იორკის შტატში, ბოლო 24 საათში „კოვიდ 19“-ის შედეგად 630 ადამიანი დაიღუპა, რაც შტატისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

ნიუ იორკის გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს განცხადებით, ახალი შემთხვევების უმეტესობა ლონგ აილენდსა და ნიუ-იორკის აღმოსავლეთ ნაწილში დაფიქსირდა.

„ჯერ არ ვართ მწვერვალზე, ჩვენ მას ვუახლოვდებით. ჩვენი პროგნოზები აჩვენებს, რომ სადღაც შვიდდღიან დიაპაზონში ვართ“, – აღნიშნა კუომომ.

აშშ-ში „კოვიდ 19“ უკვე 300 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 8 100-ზე მეტი კი დაიღუპა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ჩინეთი აშშ-ს 1 000 სასუნთქ აპარატს გაუგზავნის.