ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტის 98 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტის 98 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტის 98 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტის კომისარზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინფიცირებულ თანამშრომელთა შორის 70 ოფიცერი და 28 სამოქალაქო პირია. 98 დაავადებულიდან 95 სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება. სამი ჰოსპიტალიზებულად ერთი დღეს 22 მარტს გაწერეს.

აშშ-ის მაშტაბით, ნიუ იორკში ყველაზე მეტი ინფიცირებულია. მათი რაოდენობა 10 ათასს აჭარბებს. ვირუსის გავრცელების გამო, 13 მარტს ქალაქ ნიუ იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.