ნიუ იორკის პოლიცია საუდელი დების ბურუსით მოცულ გარდაცვალებას იძიებს
ნიუ იორკის პოლიცია საუდელი დების ბურუსით მოცულ გარდაცვალებას იძიებს

ნიუ იორკის პოლიცია  საუდელი დების ბურუსით მოცულ გარდაცვალებას იძიებს. საუდის არაბეთის მოქალაქე ორი ახალგაზრდა ქალის ცხედარი მდინარე ჰუდსონში, პარკში გასულ კვირას იპოვეს. ცხედრები ერთმანეთთან წებოვანი ლენტით იყო მიბმული. გარდაცვლილები არიან 16 წლის ტალა ფარეა და 22 წლის როტანა ფარეა.

სამართალდამცველები ინფორმაციით, მათ ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ. გამომძიებლები აცახდებენ, რომ ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, იყო თუ არა ეს მკვლელობა თუ თვითმკვლელობა.
თავდაპირველად პოლიცია განიხილავდა ვერსიას, რომ ახალგაზრდები ჯორჯ ვაშინგტონის ხიდიდან გადმოხტნენ, თუმცა ცხედრების დათვალიერების შედეგად მათ დაზიანებები არ აღმოაჩნდათ.

დებმა ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფარი მოითხოვეს. ისინი საუდის არაბეთიდან ვირჯინიაში დედასთან ერთად 2015 წელს ჩავიდნენ და სამშობლოში მრავალწლიან დევნას განიცდიდნენ. გამომძიებლები აცხადებენ, რომ მათთვის ამ დრომდე გამოცანად რჩება, რატომ აღმოაჩინეს მათი ცხედრები სახლიდან 400 კილომეტრის დაშორებით.

როგორც სააგენტო Associated Press-ი ნიუ იორკის პოლიციაზე დაყრდნობით წერს, ცხედრების აღმოჩენამდე ერთი დღით ადრე, დედას საუდის არაბეთის საელჩოს წარმომადგენელმა დაურეკა და ოჯახს ამერიკის შეერთებული შტატების დატოვება მოსთხოვა, ვინაიდან დებმა ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვეს.