ნიუ იორკის მერს თანამდებობის პირადი მიზნებისთვის გამოყენებაში დასდეს ბრალი
ნიუ იორკის მერს თანამდებობის პირადი მიზნებისთვის გამოყენებაში დასდეს ბრალი

ნიუ იორკის მერს, ბილ დე ბლაზიოს თანამდებობის პირადი მიზნებისთვის გამოყენებაში დასდეს ბრალი. ამის შესახებ ნათქვამი ნიუ იორკის საგამოძიები დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბილ დე ბლაზიოს დავალებით, მისი დაცვის წევრები ნიუ იორკის მერის ქალიშვილს ბინიდან ოფიციალურ რეზიდენციაში გადაბარგების დროს დაეხმარნენ. ამას გარდა, ბილ დე ბლაზიოს დაცვის წევრები სულ მცირე 7-ჯე ახლდნენ თან მეგაპოლისის თავკაცის ვაჟს, იელის უნივერსისტეტში მგზავრობის დროს.

ანგარიშში ასევე წერია, რომ ნიუ იორკის მერმა არ აანაზღაურა 2019 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ბიუჯეტიდან დახარჯული 320 ათასი დოლარი. ამ დროს ბილ დე ბლაზიო დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტად იყრიდა კენჭს.

თავად ნიუ იორკის მერი ბრალდებას უარყოფს. აღსანიშნავია, რომ მეგაპოლისის ახალი მერის არჩევნები 2 ნოემბერს უნდა გაიმართოს. ბილ დე ბლაზიოს ეს პოსტი ორჯერ ეკავა, ამიტომ კანონით კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება არ აქვს.