ნიუ იორკის მერი – მაშინ, როდესაც ათიათასობით ადამიანი აპროტესტებს ძალადობას, რომელსაც ICE დაუსჯელად თესავს, ფედერალურმა აგენტებმა მინეაპოლისში კიდევ ერთი ადამიანი მოკლეს, გააუქმეთ ICE
ნიუ იორკის მერი ზოჰრან მამდანი მინესოტაში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება და აცხადებს, რომ ფედერალური აგენტები აშშ-ის ქალაქებს ატერორებენ.
მისი თქმით, ICE უნდა გაუქმდეს.
„მაშინ როდესაც ამერიკაში ათიათასობით ადამიანი აპროტესტებს ძალადობას, რომელსაც ICE დაუსჯელად თესავს, ფედერალურმა აგენტებმა დღეს მინეაპოლისში კიდევ ერთ ადამიანს ესროლეს და მოკლეს. ICE ატერორებს ჩვენს ქალაქებს. ICE ყველას გვაყენებს საფრთხეში. გააუქმეთ ICE“, – წერს მამდანი.
ცნობისთვის, მინეაპოლისში ფედერალურმა აგენტებმა კიდევ ერთი ადამიანი მოკლეს. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, სასაზღვრო სამსახურის აგენტებმა მამაკაცს, რომელიც მათ ცეცხლსასროლი იარაღით უახლოვდებოდა, თავდაცვის მიზნით გაუხსნეს ცეცხლი. მინეაპოლისის პოლიციის მეთაურის, ბრაიან ო’ჰარას თქმით, მოკლული 37 წლის მამაკაცი აშშ-ის მოქალაქე იყო. მას იარაღი კანონიერად ჰქონდა შეძენილი.
As tens of thousands across America protest the violence that ICE sows with impunity, federal agents shot and killed another person in Minneapolis today.⁰⁰ICE terrorizes our cities. ICE puts us all in danger. Abolish ICE.
— Mayor Zohran Kwame Mamdani (@NYCMayor) January 24, 2026