ნიუ იორკის მერი დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ სიტყვით გამოვიდა
ნიუ იორკის მერი დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ სიტყვით გამოვიდა

ნიუ იორკის მერი ბილ დე ბლაზიო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ სიტყვით გამოვიდა. კერძოდ, საქმე ეხება ღარიბი ქვეყნებიდან აშშ-ში ჩასული მიგრანტების შესახებ ტრამპის ბოლოდროინდელ განცხადებებს.
„დღეს ყველა, ვინც აქ შევიკრიბეთ, მხარს ვუჭერთ ისეთ ამერიკას, როგორიც ის უნდა იყოს კიდეც. ეს არის ადგილი ყველასთვის. ეს არის ადგილი, სადაც ყველას პატივს სცემენ“, – ასე მიმართა ბილ დე ბლაზიომ ტაიმზ-სკვერზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს.

მიტინგი ტრამპის განცხადებების წინააღმდეგ საგანგებოდ ორშაბათს, ცნობილი უფლებადამცველის მარტინ ლუთერ კინგის დაბადების დღეს გაიმართა.

აქცია სახელწოდებით „აღლუმი რასიზმის წინააღმდეგ: გვერდით დავუდგეთ ჰაიტის და აფრიკას“ სოციალური ქსელების მეშვეობით დაიგეგმა. მონაწილეების უმრავლესობა ტაიმზ-სკვერზე ჰაიტისა და აშშ-ის დროშებით მივიდა.