ნიუ იორკის მერი აცხადებს, რომ თაიმს სქვერზე ახალი წლის აღნიშვნა ვაქცინირებულ პირებს შეეძლებათ
ნიუ იორკის მერი აცხადებს, რომ თაიმს სქვერზე ახალი წლის აღნიშვნა ვაქცინირებულ პირებს შეეძლებათ

ნიუ იორკის მერ ბილ დე ბლაზიოს განცხადებით, თაიმს სქვერზე ახალი წლის აღნიშვნა ვაქცინირებულ პირებს შეეძლებათ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNBC  ავრცელებს.

ქალაქის მერის თქმით, მათ, ვისაც სურთ ახალი წლის აღნიშვნა მანჰეტენის ცენტრალურ მოედანზე, ვაქცინაციის მოწმობის ჩვენება მოუწევთ, ხოლო ისინი, ვინც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ იცრებიან, ვალდებული იქნებიან, „კოვიდ-19“-ის ტესტის უარყოფითი შედეგი წარადგინონ.

ტესტი ღონისძიების დაწყებამდე არაუგვიანეს 72 საათით ადრე უნდა იყოს გაკეთებული. დამსწრეებს ასევე ექნებათ პირბადის ტარების ვალდებულება.

დატოვე კომენტარი