ნიუ იორკის „ლაგუარდიის“ აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე Air Canada-ს თვითმფრინავი დაშვებისას სახანძრო მანქანას შეეჯახა, დაღუპულია პილოტი და თანაპილოტი
ნიუ იორკის „ლაგუარდიის“ აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე Air Canada-ს თვითმფრინავი დაშვებისას სახანძრო მანქანას შეეჯახა, დაღუპულია პილოტი და თანაპილოტი

ნიუ იორკის „ლაგუარდიის“ აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე Air Canada-ს თვითმფრინავი დაშვებისას სახანძრო მანქანას შეეჯახა. შემთხვევას პილოტი და მეორე პილოტი ემსხვერპლა. დაშავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის სახანძრო მანქანაში მყოფი ორი პირი.

ინფორმაციას „სიენენი“ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე სულ 76 ადამიანი – 72 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა.

გამოძიების ჩატარების მიზნით აეროპორტი დროებით დაიხურა.