ნიუ იორკის გუბერნატორი - ვირუსის გავრცელების მაჩვენებლის ხელახლა გაზრდის თავიდან აცილება იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ მოიქცევა ხალხი
ნიუ იორკის გუბერნატორი - ვირუსის გავრცელების მაჩვენებლის ხელახლა გაზრდის თავიდან აცილება იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ მოიქცევა ხალხი

ნიუ იორკის შტატის გუბერნატორის, ენდრიუ ქუომოს განცხადებით, გაიზრდება თუ არა „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რიცხვი მას შემდეგ რაც ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკური პროცესები ისევ განახლდება, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოიქცევა ხალხი.

„მითხარით, რის გაკეთებას აპირებთ და გეტყვით, რა მოხდება. როგორ? თქვენ აკონტროლებთ იმას, რა მოხდება. ის, თუ როგორ იქცევი, განსაზღვრას იმას, რაც მოგვივა“, – აცხადებს ქუომო.

ნიუ იორკის შტატის გუბერნატორის მოსაზრებით, მას შემდეგ რაც ქვეყანა და შტატები ნაწილობრივ ისევ გაიხსნება „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, თუმცა მთავარია, ეს ზრდა ზედმეტად მასშტაბური არ აღმოჩნდეს.