ნიუ იორკის გუბერნატორი - კორონავირუსით საავადმყოფოში მოთავსებულთა ახალი შემთხვევები იკლებს
ნიუ იორკის გუბერნატორი - კორონავირუსით საავადმყოფოში მოთავსებულთა ახალი შემთხვევები იკლებს

ნიუ იორკში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით ყველაზე მეტი კორონავირუსით ინფიცირებულია, საავადმყოფოში მოთავსებულთა ახალი შემთხვევები იკლებს. ამის შესახებ ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ ქუომომ ყოველდღიური პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„კლება ჰოსპიტალიზირების შემთხვევებში სახეზეა. ასევე დაიწია სასუნთქ აპარატზე მიერთებული პაციენტების რაოდენობამაც, რაც ძალიან კარგი სიახლეა, რადგან ინტუბაციის საჭიროების შემთხვევაში პაციენტების 80 პროცენტი მდგომაორებიდან ვერ გამოდის“,- განაცხადა ენდრიუ ქუომომ.

ნიუ იორკის მასშტაბით „კოვიდ-19“-ის სიმპტომებით საავადმყოფოებს დღეში საშუალოდ 2 000 ადამიანი აკითხავს. შტატში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხი 223 600-ს აღწევს.