ნიუ იორკის გუბერნატორი - კონგრესს მოვუწოდებ, კორონავირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალებული შტატების ჩაგვრა შეწყვიტოს
ნიუ იორკის გუბერნატორი - კონგრესს მოვუწოდებ, კორონავირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალებული შტატების ჩაგვრა შეწყვიტოს

ნიუ იორკის გუბერნატორმა აშშ-ს კონგრესს მოუწოდა, შეწყვიტოს ნიუ იორკისა და სხვა დემოკრატი გუბერნატორების შტატების ჩაგვრა და ამის მაგივრად, მათ მეტი ფინანსური დახმარება გაუწიოს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„ჩვენს მეგობრებს კონგრესში მოვუწოდებ, შეწყვიტონ ნიუ იორკის, ნიუ ჯერსის, მასაჩუსეტსის, ილინოისის, მიჩიგანის, პენსილვანიის შტატების ჩაგვრა. იმ შტატების ჩაგვრა, რომელბმაც „კოვიდ-19“-ის გამო ყველაზე მეტი დანაკლისი განიცადეს, რაშიც მათ ბრალი არ მიუძღვით“,- განაცხადა კუომომ მედიასთან საუბრისას.

შტატები, სადაც „კოვიდ-19“-ის გავრცელების მაჩვენებელი შედარებით მაღალია, კონგრესისგან მეტ ფინანსურ დახმარებას ითხოვენ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 15 მაისს ერთი ტრილიონი დოლარის ოდენობის დახმარების ფონდი წარადგინა, რომელიც იმ შტატებისთვის იყო განკუთვნილი, სადაც „კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა მაჩვენებელი შედარებით მაღალია. თუმცა კონგრესმა ეს კანონმდებლობა არ დაამტკიცა და ასეთ შტატებს გაკოტრების შესახებ განცხადების გაკეთება ურჩია. ამ განცხადებამ შტატების გუბერნატორების ნაწილში აღშფოთება გამოიწვია.