ნიუ იორკის გუბერნატორი აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, დაიცვან წესები და პატივი სცენ კომენდანტის საათს
ნიუ იორკის გუბერნატორი აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, დაიცვან წესები და პატივი სცენ კომენდანტის საათს

ნიუ იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, დაიცვან წესები და პატივი სცენ კომენდანტის საათს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

„არიან ადამიანები, რომლებიც აპროტესტებენ და არიან ადამიანები, რომლებიც ძარცვავენ. ეს ძალიან განსხვავებული მდგომარეობაა. მოვუწოდებ აქციის მონაწილეებს, დაიცვან კომენდანტის საათის წესები. კომენდანტის საათი აუცილებელია, რადგან პოლიციამ უნდა იმუშაოს, უნდა გაუმკლავდნენ მძარცველებს. მარტივად რომ ვთქვათ, ძარცვა კრიმინალია“, – განაცხადა ენდრიუ კუომომ.

გუბერნატორმა აქციის მონაწილეებს გასულ ღამეს მშვიდობიანი პროტესტისთვის მადლობა გადაუხადა.