ნიუ იორკელ ქალს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისთვის კრიპტოვალუტის გადარიცხვას ედავებიან
ნიუ იორკელ ქალს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისთვის კრიპტოვალუტის გადარიცხვას ედავებიან

ნიუ იორკელ ქალს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისთვის კრიპტოვალუტის გადარიცხვას ედავებიან.

27 წლის ზოობია შაჰნაზი საბანკო თაღლითობის ბრალდებითაა დაკავებული. შაჰნაზი, რომელიც პაკისტანში დაიბადა, ნიუ იორკის ერთ-ერთ საავადმყოფოში ლაბორანტად მუშაობდა.

გამოძიების ცნობით, მან ბანკიდან 85000 დოლარი თაღლითურად გაიტანა. მათივე ინფორმაციით, შაჰნაზის ეს თანხა ბიტკოინების შესაძენად სჭირდებოდა.

პროკურორის ცნობით, ივლისში ქალმა პაკისტანის პასპორტი დაიბრუნა და ფრენები პაკისტანისა და შემდეგ სტამბოლის მიმართულებით დაგეგმა. საიდანაც შაჰნაზი ​სირიაში გადასვლას გეგმავდა. ის ჯონ კენედის აეროპორტში დააკავეს.

შაჰნაზის ჩხრეკის შედეგად 9500 დოლარი აღმოუჩინეს, რაც ძალიან ახლოსაა იმ ლიმიტთან, რომელიც პირმა შეიძლება ქვეყნიდან დეკლარირების გარეშე გაიტანოს.

მისი ელექტრონული მოწყობილობების ჩხრეკის შედეგად კი საძიებო სისტემაში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებით არაერთი მასალა აღმოაჩინეს.

შაჰნაზის 20-დან 30 წლამდე პატიმრობა ემუქრება.