„ნიუ იორკ თაიმსმა“ გამოცემის პირველი გვერდი „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა ხსოვნას მიუძღვნა
„ნიუ იორკ თაიმსმა“ გამოცემის პირველი გვერდი „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა ხსოვნას მიუძღვნა

„აშშ-ში გარდაცვლილთა რიცხვი 100 000 -ს უახლოვდება, განუზომელი დანაკარგი“, – ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს. გამოცემამ პირველი გვერდი „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა ხსოვნას მიუძღვნა, სადაც ნიუ იორკის მასშტაბით „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილი 1 000 ადამიანის სახელი, ასაკი და საქმიანობაა მოცემული.

„მხოლოდ რიცხვებით ვერ გადმოსცემ კორონავირუსის გავლენას ამერიკაზე, იქნება ეს საავადმყოფოებში მყოფი პაციენტები, დაკარგული სამსახურები, თუ დაღუპულები. ეს 1 000 ადამიანი გარდაცვლილთა მხოლოდ ერთ პროცენტს წარმოადგენს. მათგან არც ერთი უბრალოდ რიცხვი არ ყოფილა“, – წერს „ნიუ იორკ თაიმსი“

ნიუ იორკში, რომელიც აშშ-ში გარდაცვლილთა რიცხვით პირველ ადგილზეა, „კოვიდ-19“-ს 28 000 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის მასშტაბით კი, ფატალური შემთხვევების რიცხვი განახლებული მონაცემებით უკვე 97 000-ს გადასცდა.

„ისინი არ იყვნენ უბრალოდ სახელები სიაში, ისინი ჩვენი ნაწილი იყვნენ“,- წერს გამოცემა.

დატოვე კომენტარი