„ნიუ იორკ თაიმსის“ პირველ ფურცელზე 500 000 წერტილი დაბეჭდეს, რაც სიმბოლურად კორონავირუსით გარდაცვლილ 500 000 მოქალაქეს აღნიშნავს
„ნიუ იორკ თაიმსის“ პირველ ფურცელზე 500 000 წერტილი დაბეჭდეს, რაც სიმბოლურად კორონავირუსით გარდაცვლილ 500 000 მოქალაქეს აღნიშნავს

„ნიუ იორკ თაიმსის“ პირველ ფურცელზე 500 000 წერტილი დაბეჭდეს, რაც სიმბოლურად კორონავირუსით გარდაცვლილ 500 000 მოქალაქეს აღნიშნავს.

„ამერიკაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი ნახევარ მილიონს უახლოვდება. გრაფიკაზე მოცემულია სიკვდილიანობის მარჩვენებლის ზრდა 2020 წლის აპრილსა და 2021 წლის ზამთარში. წელს იანვარ-თებერვალში სიკვდილიანობის მაჩვენებელმა მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია“ , – წერს გავლენიანი ამერიკული გამოცემა.

გაზეთის რედაქციაში ამბობენ, რომ ამ გზით მათ აშშ-ის მოქალაქეებს შეახსენეს, რომ პანდემია ჯერ კიდევ გრძელდება.