„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების ბრალდებით ორი საქმის აღძვრას გეგმავს
„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების ბრალდებით ორი საქმის აღძვრას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც გამოითხოვს ორდერებს რამდენიმე ადამიანის დასაკავებლად.
საქმეებში, რომელსაც სასამართლო განიხილავს, რუსეთს ბრალს წარუდგენენ უკრაინელი ბავშვების გატაცებასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების გამიზნულად მიყენებისთვის, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად ვის წარედგინა ბრალი თითოეულ შემთხვევაში.
მიმდინარე გამოძიებებთან დაკავშირებით სასამართლო საჯარო განცხადებებს არ აკეთებს.
მთავარმა პროკურორმა, კარიმ ხანმა ჯერ მოსამართლეთა კოლეგიას სასამართლომდე უნდა წარუდგინოს არგუმენტები, რომლის საფუძველზეც მოსამართლეები გადაწყვეტენ, არის თუ არა დაცული სამართლებრივი სტანდარტები ეჭვმიტანილთა დასაკავებლად ორდერების გაცემისთვის ან სჭირდებათ თუ არა დამატებითი მტკიცებულებები.