„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ისრაელიდან უკრაინაში „პეტრიოტის“ ტიპის შორ მანძილზე მოქმედ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს გააგზავნიან
ისრაელში დისლოცირებულ შორ მანძილზე მოქმედ საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პეტრიოტს“ უკრაინაში გაგზავნიან. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. როგორც ამასთან დაკავშირებით აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს, „უკრაინისთვის ადრე დამტკიცებული პაკეტებიდან აღჭურვილობის მიწოდებას განაგრძობენ“.
„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, ამჟამად უკრაინის შეიარაღებულ ძალებს „პეტრიოტის“ ტიპის რვა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი აქვს, მაგრამ მათგან მხოლოდ ექვსია მუშა მდგომარეობაში. ორი რემონტის პროცესშია.
როგორც ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, ისრაელიდან უკრაინაში „პეტრიოტის“ გაგზვანისა და გერმანიის ან საბერძნეთის მიერ კიდევ ერთი სისტემის გადაცემის შემთხვევაში უკრაინაში მათი რაოდენობა ათამდე გაიზრდება.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი წესების თანახმად, ვაშინგტონმა უნდა დაამტკიცოს ამერიკული სარაკეტო სისტემების უკრაინაში მიწოდება მაშინაც კი, თუ ეს შეიარაღება კიევს მესამე ქვეყნების დახმარებით გადაეცემა.
როგორ მედია ვარაუდობს, ისრაელიდან უკრაინაში გაგზავნილი „პეტრიოტის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი უკრაინაში ზაფხულამდე მოხვდება.