„ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, რომ ეკვადორში კორონავიურსით გარდაცვლილთა რიცხვი ოფიციალურ მონაცემებს სავარაუდოდ 15-ჯერ აღემატება
„ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, რომ ეკვადორში კორონავიურსით გარდაცვლილთა რიცხვი ოფიციალურ მონაცემებს სავარაუდოდ 15-ჯერ აღემატება

ეკვადორში ოფიციალური მონაცემებით, ახალ კორონავირუსს სულ 560 ადამიანი ემსხვერპლა. „ნიუ იორკ თაიმსი“ კი, წერს, რომ სინამდვილეში გარდაცვლილთა რიცხვი სავარაუდოდ 15-ჯერ მაღალია.

გამოცემა იუწყება, რომ მიმდინარე წლის პირველი მარტიდან 15 აპრილამდე ქვეყნის მასშტაბით გარდაცვლილთა რაოდენობა გასული სამი წლის იგივე პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით 7 600-ით მაღალია. ამის მიზეზი „კოვიდ-19“-თან ერთად, შეიძლება, იყოს გადატვირთული საავადმყოფოები, რომლებიც ვერ ახერხებდნენ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულების გარდა სხვა პაციენტების მიღებას. როგორც ქვეყნის მთავრობა აცხადებს, „კოვიდ-19“-ის ტესტებისა და სამედიცინო რესურსების ნაკლებობის გამო, ქვეყანა ახალ კორონავირუსთან გამკლავებას ვერ ახერხებს.

ეკვადორში „კოვიდ-19“ უკვე 11 000 ადამიანს დაუდასტურდა.