„ნიუ იორკ თაიმსი“ საქართველოში შეზღუდვების მოხსნის მორიგი ეტაპის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
„ნიუ იორკ თაიმსი“ საქართველოში შეზღუდვების მოხსნის მორიგი ეტაპის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოში შეზღუდვების მოხსნის მორიგი ეტაპის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.

გამოცემაში გამოქვეყნებულია სააგენტო „როიტერის“ მასალა, რომ საქართველო 8 ივნისამდე ყველა მაღაზიას და კაფეს ხსნის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობას აღადგენს.

„საქართველო 8 ივნისამდე განაახლებს საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და გახსნის მაღაზიებს, სავაჭრო ცენტრებსა და კაფე-რესტორნებს“, – განაცხადა ოთხშაბათს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

გახარიამ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო, განახლდება 29 მაისს, ხოლო მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები, გადახურული და ღია ცის ქვეშ მდებარე ბაზრები და ღია სივრცეების მქონე რესტორნები პირველი ივნისიდან გაიხსნება. ყველა ტიპის რესტორანი, სასტუმროები და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი 8 ივნისიდან განაახლებს ფუნქციონირებას.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება არსებული შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ, ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური და სოციალური ინტერესების გათვალისწინებით,” – თქვა გახარიამ და დასძინა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მაღაზიებში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო იქნება.

„კვლავ დახურული რჩება საცურაო აუზები, სპორტული დარბაზი, თეატრები და ღამის კლუბები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.