„ნიუ იორკ თაიმსი“ – სამი ევროპული ქვეყანა უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის გეგმას ამზადებს, რადგან შიშობს, რომ აშშ პროცესიდან მათ სრულად გამორიცხვას აპირებს

15:22, 15.08.2026

სამი ევროპული ქვეყანა მუშაობს უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობისა და ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად, რადგან შიშობს, რომ შეერთებული შტატები პროცესიდან მათ სრულად გამორიცხვას აპირებს, – ამის შესახებ სტატიას „ნიუ იორკ თაიმსი“ აქვეყნებს.

სტატიის თანახმად, საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი მოლაპარაკებების გეგმას ამზადებენ, თუმცა დიპლომატებისა და ექსპერტების თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მალე სერიოზული სამშვიდობო შეთანხმებისთვის იქნება მზად.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საფრანგეთი და გერმანია წამყვან როლს ასრულებენ ევროპული პოზიციის განვითარებაში, ხოლო დიდი ბრიტანეთი ყოყმანობს, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ნერვიულობს ტრამპთან ურთიერთობის გამო.

„ევროპელებს სურთ, დარწმუნდნენ, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი მათ ზურგს უკან არანაირ შეთანხმებას არ დადებენ“, – წერს ამერიკული გამოცემა.

მსგავსი