„ნიუ იორკ თაიმსი“ - რუსეთმა უკრაინიდან დიპლომატების ოჯახების გაყვანა დაიწყო
„ნიუ იორკ თაიმსი“ - რუსეთმა უკრაინიდან დიპლომატების ოჯახების გაყვანა დაიწყო

რუსეთმა უკრაინიდან დიპლომატების ოჯახების გაყვანა დაიწყო. შესაბამის ინფორმაციას ამერიკულ გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კიევში მდებარე რუსეთის საელჩოში მომუშავე დიპლომატთა ნაწილის ცოლები და შვილები 5 იანვარს მოსკოვში გაემგზავრნენ. რუსი დიპლომატების 30-მდე ოჯახის წევრმა კიევი და ლვოვის ასევე შემდგომ დღეებში დატოვა. რუსეთის კიდევ ორ საკონსულოში დიპლომატებს ქვეყნის დატოვებისთვის მზადყოფნა ურჩიეს.

როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ აღნიშნავს, უკრაინასა და აშშ-ში მიიჩნევენ, რომ რუსეთის მიერ დიპლომატთა ოჯახების ევაკუაცია შესაძლოა, იყოს პროპაგანდის ნაწილი, თავდასხმისთვის მზადება ან შეცდომაში შემყვანი ნაბიჯი.

აშშ-ის ოფიციალური პირები მედიასაშუალებასთან აღნიშნავენ, რომ ევაკუაციის მზადების შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში პენტაგონისა და თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აქვთ მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ რუსეთი უკრაინაში ინტერვენციისთვის საბაბს ამზადებს.