„ნიუ იორკ თაიმსი“- რუსეთი ავღანეთში, „თალიბანთან“ დაკავშირებულ სამხედროებს ამერიკელი ჯარისკაცების ლიკვიდაციისთვის ჯილდოს უწესებდა
„ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, რომ რუსეთი ავღანეთში, „თალიბანთან“ დაკავშირებულ სამხედროებს ამერიკელი ჯარისკაცების ლიკვიდაციისთვის ჯილდოსუწესებდა.
გამოცემის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია ინფორმაციას მარტიდან ფლობს, თუმცა საპასუხო ნაბიჯებზე ჯერ არ შეჯერებულა.
აშშ-ს სადაზვერვო უწყებამ რამდენიმე თვის წინ დაადასტურა, რომ რუსული ძალები, რომლებიც დასავლეთის მასშტაბით დესტაბილიზაციის მიზნით სხვადასხვა მკვლელობებთან იყვნენ დაკავშირებული, წარმატებული თავდასხმებისთვის ფულად ჯილდოებს აწესებდნენ.
„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, 2019 წლის განმავლობაში, ავღანეთში 20 ამერიკელი სამხედრო მოკლეს, თუმცა უცნობია, რომელი მკვლელობები უკავშირდება რუსეთის მიერ დაფინანსებულ ოპერაციებს.
„ამერიკელი და ნატო-ს სხვა სამხედროების მკვლელობების წახალისება მნიშვნელოვანი განვითარება იქნება რუსეთის მიერ „თალიბანის“ მხარდაჭერის საქმეში, რაზეც ავღანელი და ამერიკელი ოფიციალური პირები უკვე საუბრობენ. ამასთანავე, ეს იქნებოდა პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის საჯაშუშო უწყება ღიად იქნება დაკავშირებული შეტევების ორგანიზებაში“, – წერს „ნიუ იორკ თაიმსი“.
რუსეთში ამ ინფორმაციას გამოეხმაურა პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი და განაცხადა, რომ რუსეთი ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას მხოლოდ მაშინ გააკეთებს, თუ მათ ოფიციალურად მიმართავენ.