„ნიუ იორკ თაიმსი“ - ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო ოპერაციის შედეგად ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის რეზიდენცია განადგურდა
„ნიუ იორკ თაიმსი“ - ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო ოპერაციის შედეგად ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის რეზიდენცია განადგურდა

ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული ერთობლივი სამხედრო ოპერაციის შედეგად ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის რეზიდენცია განადგურდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ აქვეყნებს.

მედიის ინფორმაციით, Airbus-ის მიერ გადაღებულ სატელიტურ ფოტოში კომპლექსის ის დანგრეული შენობებია ასახული, რომლებიც, როგორც წესი, ხამენეის რეზიდენციას და მაღალი თანამდებობების პირების მასპინძლობისთვის მთავარ ადგილს წარმოადგენს.

გამოცემის მიერ გავრცელებულ ფოტოზე შავი კვამლი შეინიშნება.

მანამდე „როიტერმა“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის უზენაესი ლიდერი აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის დროს ირანში არ იმყოფებოდა.