„ნიუ იორკ თაიმსი“ – ირანს აშშ-თან შეთანხმების დადება არ სურს, თეირანმა უკეთ გააცნობიერა საკუთარი სამხედრო პოტენციალი და უახლოეს თვეებში კონფლიქტის გაგრძელებისთვის ემზადება

13:59, 05.09.2026

ირანს აშშ-თან შეთანხმების დადება არ სურს და ომის გასაგრძელებლად ემზადება. ამის შესახებ გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსი“ ამერიკული დაზვერვის დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, დოკუმენტში საუბარია, რომ აშშ-თან ნახევარწლიანი ომის შემდეგ, თეირანმა უკეთ გააცნობიერა საკუთარი სამხედრო პოტენციალი და უახლოეს თვეებში კონფლიქტის გაგრძელებისთვის ემზადება. ამასთან, ირანის ხელისუფლებაში გაიზარდა რწმენა, რომ შესაძლებელია ახლო აღმოსავლეთში არსებულ სამიზნეებზე თავდასხმების განხორციელება.

როგორც გამოცემასთან საუბრის დროს ანონიმური წყაროები აცხადებენ, „ირანის მთავრობამ, რომელიც აგრძელებს მკაცრი კურსის გატარებას, შესაძლოა განიხილოს მნიშვნელოვანი ესკალაციის შესაძლებლობა“.

ამავე დროს, განმეორებითი ომის დაწყებიდან ექვსი თვის შემდეგ, „ირანი ბევრად უფრო აცნობიერებს თავის სამხედრო ძალას და უფრო დარწმუნებულია თავის შესაძლებლობებში”, მიაჩნიათ წყაროებს.

„ძალიან ცოტა რამ მეტყველებს  იმაზე, რომ ირანი მზადაა აშშ-თან რაიმე გარიგება დადოს, ის კმაყოფილია აშშ-ის შუალედური არჩევნების წინ პრეზიდენტ ტრამპისთვის გაუარესებული პოლიტიკური პრობლემებით“, – წერს „ნიუ იორკ თაიმსი“.

მსგავსი