„ნიუ იორკ თაიმსი“ - ბაიდენის ადმინისტრაციამ გააძლიერა მცდელობები დასავლეთის ქვეყნებში გაყინული დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის რუსული აქტივების კონფისკაციისთვის
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გააძლიერა მცდელობები დასავლეთის ქვეყნებში გაყინული დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის რუსული აქტივების კონფისკაციისთვის, – ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს.
გამოცემის ცნობით, აშშ ახორციელებს ზეწოლას დიდ ბრიტანეთზე, საფრანგეთზე, გერმანიაზე, იტალიაზე, კანადასა და იაპონიაზე, რათა აქტივების გამოყენების სტრატეგია მზად იყოს 2024 წლის 24 თებერვლამდე.
ამასთან, „ნიუ იორკ თაიმსის“ წყაროები მიუთითებენ უამრავ საკითხზე, რომელთა გადაწყვეტაც G7-ს ჯერ კიდევ სჭირდება. საუბარია იმაზე, ჩამორთმეული ქონება პირდაპირ უკრაინაში გაიგზავნება თუ მათ სასარგებლოდ სხვა გზით იქნება გამოყენებული, ეს თანხები მხოლოდ უკრაინის რეკონსტრუქციას და მის საბიუჯეტო მხარდაჭერას მოხმარდება თუ უშუალოდ სამხედრო ძალისხმევას.