„ნიუ იორკ თაიმსი“ – ავიაბაზების დაბომბვისთვის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთი მასშტაბურ საპასუხო ზომებს მიიღებს

14:45, 03.06.2025

ავიაბაზების დაბომბვისთვის რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბურ საპასუხო ზომებს მიიღებს, – ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს.

გამოცემის თანახმად, აშშ-ის დაზვერვას ჯერჯერობით არ დაუდგენია, თუ რა სახის დარტყმებს განახორციელებს რუსეთი, თუმცა ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ მოსკოვმა, შესაძლოა, განაახლოს უპილოტო აპარატებით თავდასხმები სამოქალაქო სამიზნეებზე, დაარტყას ენერგოსისტემას ან გაუშვას საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტები.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, აშშ-ის მთავრობის წევრები და სამხედრო ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ, რუსეთის სიღრმეში აეროდრომებსა და საბრძოლო თვითმფრინავებზე თავდასხმის განხორციელებით, უკრაინა ცვლის ომების წარმოების წესს 21-ე საუკუნეში.

სტატიის მიხედვით, ამერიკელი და ევროპელი უსაფრთხოების წარმომადგენლების თქმით, კვირას მომხდარი თავდასხმების შედეგად მიყენებული ზარალის შეფასება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა, მათი მოსაზრებით, შესაძლოა, 20-მდე რუსული სტრატეგიული თვითმფრინავი განადგურებული ან ძლიერ დაზიანებული იყოს.

მსგავსი