„ნიუ იორკ თაიმსი“ – აშშ-მა თითქმის მთლიანად გამორიცხა ისრაელი ირანთან მოლაპარაკებებიდან
აშშ-მა თითქმის მთლიანად გამორიცხა ისრაელი ირანთან მოლაპარაკებებიდან, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის სფეროს ორმა წარმომადგენელმა „ნიუ იორკ თაიმსს” განუცხადა.
გამოცემის თანახმად, ისრაელი საერთოდ არ მონაწილეობდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების წინ გამართულ დისკუსიებში და აშშ-სა და თეირანს შორის მოლაპარაკებების განვითარების შესახებ რეგიონული დიპლომატიური კონტაქტებიდან, ასევე დაზვერვის გამოყენებით შეიტყო.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების წინა პერიოდში ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მჭიდრო თანამშრომლობაში იყო აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან და ვაშინგტონში, სიტუაციურ ოთახში თეირანში რეჟიმის დაცემას წინასწარმეტყველებდა.
„პილოტის კაბინიდან ეკონომკლასში გადასახლებას ისრაელისთვის პოტენციურად მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება“, – წერს ამერიკული გაზეთი.