„ნიუ ჰოსპიტალსის“ რეანიმატოლოგი - ვაკის პარკში დაშავებული ბავშვი იმყოფება მართვით სუნთქვაზე, მნიშვნელოვანია, რომ პირველი 24 საათის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუარესებულა
„ნიუ ჰოსპიტალსის“ რეანიმატოლოგი - ვაკის პარკში დაშავებული ბავშვი იმყოფება მართვით სუნთქვაზე, მნიშვნელოვანია, რომ პირველი 24 საათის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუარესებულა

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა რეანიმატოლოგი ​გიორგი კვიცინაძე აცხადებს, რომ ვაკის პარკში დაშავებული ბავშვი მართვით სუნთქვაზე იმყოფება და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას.

ექიმის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პირველი 24 საათის განმავლობაში ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა.

„დინამიკაში მისი მდგომარეობა გაუარესებული არ არის. აღენიშნებოდა ცხელების ეპიზოდი, თუმცა ამჟამად ტემპერატურა ნორმის ფარგლებშია. ამ ეტაპზე გეგმურად სძინავს საძილე მედიკამენტების მოქმედების ფონზე. კვლევებში თავის ტვინის რაიმე მნიშვნელოვანი პათოლოგიური ცვლილებები ამ ეტაპზე არ აღენიშნება. გრძელდება მკურნალობა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. პირველი 24 საათის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუარესებულა, რაც მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, როგორ იქნება“, – აღნიშნა ექიმმა.

ამასთან, რაც შეეხება ბავშვის უცხოეთში ტრანსპორტირებას, ექიმის განცხადებით, ტრანსპორტირებისას იქმნება გარკვეული რისკები, რადგან ბავშვი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ტრანსპორტირება არ არის გამორიცხული.