ნიუ დელიში, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 17 ადამიანი ემსხვერპლა
ნიუ დელიში, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 17 ადამიანი ემსხვერპლა

ნიუ დელიში, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 17 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს. მაშველებმა სასტუმროდან 35 ადამიანის გამოყვანა შეძლეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძარი სასტუმროში მაშინ გაჩნდა, როცა იქ მყოფ პირთა უმრავლესობას ეძინა. წინასწარი ცნობით, ცეცხლი მოკლე ჩართვის შედეგად გაჩნდა. გარდაცვლილთა შორის დედა-შვილია, რომელიც გადარჩენის მიზნით მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადახტა.

ხანძარი ნიუ დელის სავაჭრო რაიონში მდებარე სასტუმრო „კაროლ ბაგში“ მოხდა. ადგილობრივი ჩინოსნები სასტუმროს ადმინისტრაციის მიერ უსაფრთხოების ზომების დაუცველობაზე საუბრობენ.