ნიუ-დელიში კორონავირუსის საფრთხის გამო სკოლები დაიხურა
ნიუ-დელიში კორონავირუსის საფრთხის გამო სკოლები დაიხურა

ნიუ-დელიში კორონავირუსის საფრთხის გამო სკოლები დაიხურა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.  საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ინდოეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დედაქალაქ ნიუ-დელის ყველა დაწყებით სკოლაში სწავლება დროებით შეჩერდება.

ამასთან ერთად შეიზღუდება იტალიასა და სამხრეთ კორეაში გადაადგილებაც. იტალიასა და სამხრეთ კორეაში მყოფ პირებს საზღვარზე სპეციალური დოკუმენტის წარდგენა მოუწევთ, რომელშიც მითითებული იქნება, რომ კონკრეტულ პირს ტესტის ჩატარების საფუძველზე კორონავირუსი არ აქვს დადგენილი.

„როიტერი“ იუწყება, რომ კორონავირუსის საფრთხეების გამო, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე ვიზიტი გააუქმა. ღონისძიება რამდენიმე კვირაშია ჩანიშნული.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ინდოეთში ახალი ტიპის კორონავირუსით 29 ადამიანია დაინფიცირებული.