ნიუ დელის სარკინიგზო სადგურში ხალხმრავლობის გამო, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა
ნიუ დელის სარკინიგზო სადგურში ხალხმრავლობის გამო, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა. მგზავრები რელიგიურ შეკრებაზე მიმავალ მატარებლებში ასვლას ცდილობდნენ. ამის შესახებ მედია პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
დაღუპულთა შორის ცხრა ქალი და ხუთი ბავშვია. ნიუ დელის პოლიციის ცნობით, ორმა სამგზავრო მატარებელმა დააგვიანა და მგზავრების დიდმა რაოდენობამ გადატვირთულობა გამოიწვია.
„ვითარება 10-15 წუთის განმავლობაში კონტროლს არ ექვემდებარებოდა“, – აცხადებს პოლიციის წარმომადგენელი.