ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თეირანი-თბილისისა და დუბაი-თბილისის რეისები გაუქმდა
ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თეირანი-თბილისისა და დუბაი-თბილისის რეისები გაუქმდა

ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თეირანი-თბილისისა და დუბაი-თბილისის რეისები გაუქმდა, – ამის შესახებ პირველ არხს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურში განუცხადეს.

აეროპორტის პრესსამსახურის ცნობით, თავდაპირველად გადამისამართდა ხუთი რეისი, თუმცა, მოგვიანებით, სოჭიდან თბილისისკენ მომავალმა თვითმფრინავმა თბილისის აეროპორტში დაჯდომა შეძლო.

გადამისამართებულ რეისებს რაც შეეხება, თითოეული ავიაკომპანია თავად გადაწყვეტს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მაგივრად, რომელ აეროპორტში დაჯდება თვითმფრინავი.

როგორც ცნობილია, ორი რეისი – მოსკოვი-თბილისი და კიევი-თბილისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაფრინდა.

თბილისის აეროპორტის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის, აეროპორტი შეუფერხებლად მუშაობს, თუმცა ნისლის გამო, დღის გარკვეულ მონაკვეთში იყო შეფერხებები.