ნიქაბაძეს ბათუმელებთან ჯერ კონტრაქტი არ გაუფორმებია, მაგრამ საკითხი გადაწყვეტილია

08:51, 19.06.2020

ბათუმის „დინამომ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ თბილისის „მერანიდან“ გიორგი ნიქაბაძე დაიმატა. 29 წლის ცენტრალური თავდამსხმელი 2019 წელს 26 გოლით თბილისის „მერანში“ ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ბათუმელთა ცნობით, გამოცდილ თავდამსხმელს კლუბთან ჯერ ხელშეკრულება არ გაუფორმებია, მაგრამ ეს შეთანხმებული და გადაწყვეტილი საკითხია. წინასწარი ინფორმაციით, გიორგი კონტრაქტს 1,5 ან 2 წლით გააფორმებს. ფეხბურთელი უკვე ბათუმის „დინამოში“ ვარჯიშობს.

ცნობილი გახდა, რომ „დინამოს“ მისი დამატება აქამდეც სურდა. ნიქაბაძე ბათუმში ნიკა საბანაძის შემცვლელად მიიწვიეს, რომელმაც მცირე ხნის წინ კარიერა ტრავმის გამო დაასრულა.

მსგავსი