ნინოწმინდის მონაკვეთსა და ახალქალაქი-კარწახის გზაზე შეზღუდვები დაწესდა
ნინოწმინდის მონაკვეთსა და ახალქალაქი-კარწახის გზაზე შეზღუდვები დაწესდა

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდას საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე და საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ 36.5 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი ქარისა და შეზღუდული ხილვადობის მიზეზით, გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აიკრძალა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი, თავისუფალია.

ამასთან, ახალციხე-ნინოწმინდას გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.